თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი კურიერის დედამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
„შეკვეთა მიუტანია, „გლოვოზე“ მუშაობს, დამირეკა და მითხრა, ბოლო შეკვეთა მაქვსო და მოვდივარო. მერე მირეკავს, დედა ჩამოდი ქვემოთ, დაჭრილი ვარო. რას ვხედავ, 1 ტყვია, მეორე და მესამე.
ჩვენს სახლთან არ მომხდარა, ნუცუბიძიდან არავის არ დაურეკავს, ხალხი რომ შეგროვდა. რა გულის ხალხია, შვილები არ ჰყავთ? დედები არ არიან? მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა.
4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ, მერე დაახალა ერთი „აბოიმა“ ტყვია“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.