ინდოეთის ერთ-ერთ რაიონში ტრაგედია დატრიალდა: ნიანგმა წყალში შეათრია 8 წლის ბიჭი, რომელიც მდინარის პირას მარტო თამაშობდა.
საშინელი ინციდენტი 28 ივნისს მოხდა. სამირ ნაიკი, რომელიც სოფელ ტიკარპადაში ცხოვრობდა, სახლიდან მარტო გავიდა, რათა ცხელ ამინდში წყალთან სიახლოვეს ეთამაშა. ბიჭი სანაპიროზე კენჭებს აგროვებდა. როდესაც მორიგი კენჭის ასაღებად დაიხარა, მდინარიდან ნიანგი გამოვიდა და ბავშვი სწრაფად შეათრია წყლის სიღრმეში.
ბავშვის ყვირილზე სანაპიროზე მყოფი მოსახლეობა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მაგრამ მტაცებელი წყალში გაუჩინარდა. რამდენიმე ადამიანი წყალში შევიდა და ქვეწარმავალს გატაცებული მოზარდი წაართვეს, მაგრამ ნაპირზე გამოყვანილი ბავშვის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და გარდაიცვალა.