სოციალურ ქსელში ერთ – ერთი მომხმარებლისგან, ემოციური ფოტო გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ფოტოზე მამა გაბრიელის დას ვხედავთ, რომელიც ძმის ხატთან ლოცულობს.
„ნეტავ როგორი განცდაა საკუთარი ძმის ხატთან ლოცვა ? ფოტოზე ჯულიეტა ურგებაძე მამა გაბრიელის და”,- წერია ფოტოს აღწერაში.
მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.