“გუშინ უკადრებელი იკადრეს და ბავშვის ფოტოები დამირეპორტეს ნაკრებთან გადაღებული…” – ამის შესახებ პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა თავისუფლების მოედნიდან წუხელ “თეატრში” გადაინაცვლეს, სადაც მათთვის საზეიმო მიღება გაიმართა. ადგილიდან ფოტოები ლაშა ბასლანძემაც გამოაქვეყნა. ფოტოებზე ფეხბურთელები და მისი შვილი არიან აღბეჭდილი.
“აი, ეს სიმდაბლე რომელიმე ბასლანძეს გააჩერებს თუ გონია ვინმეს, მაგრად ცდება! პირიქით უფრო გვაძლიერებს და უფრო მართალს ხდის ჩვენს დამოკიდებულებას უღმერთოების მიმართ!
არ გაჩერდე საქართველო! როდის ყოფილა გასათელელი გზა მარტივი? ან ამ გზაზე სიარულის არჩევანი, წრუწუნების წკმუტუნით გადაეფიქრობენოს ვინმეს? რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!
ეროვნული ნაკრებმა გვასწავლა თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ემოციები და იფიქრო ცივი გონებით…თუნდაც ასეთ მომენტებში როცა საქმე შვილის გაბრწყინებულ სულს ეხებოდეს… გვიყვარხარ საქართველო!” – წერს ბასლანძე.