„ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმიანება მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
„სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე“, თითქოს ბუდუს ვუთხარი შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე. ნაღდად მახსოვს, რომ – „სიტყვით არ გამოდიხარ? – არა“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. ამას „ინსტაგრამზე“ დავდებ, რადგან მე სხვა პლატფორმა არ მაქვს. სისულელეა, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – ამბობს დიმიტრი ობოლაძე.