“ერთ საიდუმლოს გავამხელ და გეტყვით…” – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა მას შემდეგ, როცა მას სცენაზე ფეხბურთელების წარდგენა დაევალა.
როგორც კვეკვესკირმა განაცხადა, ახლანაკრებს შვებულება აქვს და თავსუფლება მისცეს, ცოტა შეზარხოშებულიყვნენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ და სპეციალურად მოწყობილ დიდ სცენაზე ავიდნენ.
ადგილზე უამრავი გულშემატკივარი არის შეკრებილი. ისინი “ევრო2024″–ზე ფეხბურთელებს მიღწეული წარმატებისთვის მადლობას უხდიან.
ფეხბურთელების მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე.