გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მან საქართველოში მის თანაგუნდელებთან ერთად ჩამოსვლა ვერ შეძლო. მან ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
“მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო.
ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.
იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო.
თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.
გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
დიდი მადლობა სრულიად საქართველოს ” – წერს გიორგი მიქაუტაძე