Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს შორის პირადი შეთანხმება შედგა. წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი 100 მილიონ ევროს იხდის და ახლა ჯერი აურელიო დე ლაურენტისზეა.
“რას უპასუხებს “ნაპოლი” ამ მაცდურ წინადადებას? – თანაც, ქართველმა პარიზელებთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.
“პარტენოპეის” ახალ დამრიგებელ ანტონიო კონტეს ხვიჩას შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ ნასერ ელ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი) მორიგ გიჟურ წინადადებას მოამზადებს და შეთავაზებას 150 მილიონამდე გაზრდის, რას იზამს დე ლაურენტისი?!
პრეზიდენტს არ აქვს განზრახული, გაყიდოს თავისი ძვირფასეულობა, მას სურს შეინარჩუნოს იგი ლურჯ ფერში, რათა ის გახდეს ნეაპოლური გუნდის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება რადიკარულად შეიცვალოს”, – წერს გამოცემა.
წყარო: sportall.ge