ჩინეთში კაცმა 2 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
შემთხვევა ქალაქ ხუაიხუაში მოხდა. გამვლელმა შენიშნა ბავშვი, რომელიც გისოსებში გაძვრა და ფანჯრიდან გადაეკიდა.
კადრებში ჩანს კაცი, რომელმაც მე-5 სართულზე ასვლა მოახერხა და ბავშვი გადავარდნისგან იხსნა.
მსგავსი შემთხვევა 28 მაისს პარიზშიც მოხდა, როცა მალელმა მიგრანტმა ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა.
იმედინიუსი
ვიდეო: