საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დედას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში დედასთან, მაკა კვარაცხელიასთან და მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„გილოცავ დაბადების დღეს. ძალიან მიყვარხარ“ – წერს ხვიჩა კვარაცხელია.
„ჯერ ჩემი მეუღლე იყო ფეხბურთელი, როცა თბილისში თამაშობდა, სულ სტადიონზე ვიყავი პატარასთან ერთად, მერე აზერბაიჯანში, ორი ბავშვით. სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მეუღლე-შვილები. მომიწია ასე. ცხოვრების ნახევარი თითქმის სტადიონზე მაქვს გატარებული”, – აღნიშნავს მაკა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში.