ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა. სამრაუნდიან ორთაბრძოლაში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და რომანმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.
დოლიძე პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ერთდროულად ორი დივიზიონის რეიტინგშია.
„მადლობა მხარდაჭერისათვის! #10 ორ წონით კატეგორიაში ახლა ჩვენი ბიჭების დროა “, – წერს რომან დოლიძე.