კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანიც გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარა თაიმსი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ზღვაში დაკარგულებს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გუშინ, 28 ივლისს, იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ჯგუფმა ერთის გადარჩენა შეძლო.