“გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ მან საქართველოს ნაკრები აირჩია!
საქართველო-პორტუგალიის მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეც ესწრებოდა (Giorgi Goncalves Manuel Chubinidze) – დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი გიორგი ინგლისის პრემიერლიგის კლუბ A.F.C. Bournemouth-ის U-18-სა და საქართველოს U-18-ში ასპარეზობს.
გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე. მამა – თორნიკე – საფეხბურთო მენეჯერია.
2022 წელს გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა:
“5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5-ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო”, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე.
მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში“ – წერს Maka Turkia.