ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა მესამე ტურში პორტუგალია დაამარცხა (2:0) და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სტატისტიკურმა ვერგვერდმა whoscored.com-მა ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოხვდნენ – ჯგუფურ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და ჯამში 20 მოგერიება დაუგროვდა, გიორგი მიქაუტაძემ კი სამი გოლი გაიტანა და ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა, ბოლო ტურში კი პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი ოფში გავიდა, სადაც 30 ივნისს, 23:00 საათზე, კიოლნში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.