ბოლო ცნობები თურქეთიდან, სადაც ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარ ბაქირის რაიონებში. დაშავებულია 78 ადამიანი. 5 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი. ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.