ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის ქუჩები დაიტბორა. ინფორმაციას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
“სტიქია წალენჯიხაში. კოკისპირულმა წვიმამ ქ წალენჯიხა დატბორა.
განსაკუთრებით ცენტრალური უბნები. ქალაქის შემოგარენში. შიდა საუბნო გზები სერიოზულად დააზიანა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დადგენა.
ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დენის მიწოდება შეზღუდვითაა, შესაბამისად ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, – წერს ბელქანია.