მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილეობის გამო დაიბარეს, რომლის დაკითხვაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ის მოწმის სტატუსით დაკითხეს.
მაჩალიკაშვილს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, შესაბამისად კითხვების შინაარსზე მას მედიისთვის ვრცელი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
იყო დაკითხვა აქციებთანდ აკავშირებით. მოწმის სტატუსით დამკითხეს. მე ყოველდღე აქციაზე ვარ და ვიქნები კიდეც. მე უბრალოდ ვიდექი და იძლებული ვიყავი მათი კითხვებისთვის მეპასუხა. ესენი ყვეალფერზე არიან წამსვლელები. ადრე რამდენჯერმე დამირეკეს და უარი ვუთხარი რამდენჯერმე და დღეს, რადგან სასამართლოში იყო გამოკითხა, ვუთხარი მოვალთო”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიება ახლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მთავარვ ორგანიზატორს ეძებს და ეძებს იმ მოწმეს, ვინც პირდაპირ დაადებს კონკრეტულ პირს ხელს. სწორედ ამ მიზნით, უკვე 50 პირი გამოიკითხა.