„ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 – ფინალური მატჩის შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
კომენტარის დასაწყისში ხვიჩამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებს ქართულად გასცემდა პასუხს.
ქართველი ფეხბურთელის ამ ჟესტმა მთელ საქართველოს სიამაყის განცდა მიანიჭა.