ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა – რა ხდება ადგილზე ამჟამად?

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ლასურიაში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა.

როგორც ირკვევა, დილით მოსულმა სეტყვამ ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში, ასევე, საცხოვრებელი სახლები დააზიანა.