მომღერალი ანრი ჯოხაძე ნათლულთან, გალა გასვიანთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
ცნობისთვის, გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი, გალა გასვიანი მომღერალ ანრი ჯოხაძის ნათლულია.
პატარა გალას და ანრის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.
ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ ასწავლის სხვადასხვა ნივთების ცნობას ნათლია – ნათლულს.