მძიმე ავარია: რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა, დამტვრეულია სულ მინიმუმ 5 მსუბუქი მანქანა

რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, დამტვრეულია 5 მსუბუქი ავტომანქანა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სავარაუდოდ, გადაიკეტება აღმოსავლეთისკენ  მიმავალი გზა.