„გირგვლიანის მკვლელობა არ შეიძლება გამართლდეს, თუმცა ეს მკვლელობა არ იყო, შემოაკვდათ, მაინც გაუმართლებელია, ანუ არც ერთი დანაშაულის გამართლება არ შეიძლება. ეს არის ამორალობა“, – ამის შესახებ მაია ორჯონიკიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„სულხან მოლაშვილი ციხეში არ დაავადებულა, გამოძიება არის ჩატარებული ამაზე და არ მინდა ვთქვა, გარდაცვლილია და რისგან გარდაიცვალა. ღვიძლის ცეროზი ჰქონდა მას და ეს რის შედეგად დგება საქართველოში ყველამ კარგად იცის…“ – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.