13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  

ვერძი

ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედოთ და ნაკლები ინერვიულოთ – ისინი გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ფიქრობთ. ამიტომ მათ მოგვარებას ადვილად შეძლებთ. უმიზეზო შიშები მხოლოდ ცხოვრებას გირთულებთ. მახვილი ინტუიცია და გამჭრიახობა შეცდომებისგან დაგიცავთ, ხოლო იუმორის გრძნობა ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს შემოქმედებასთან, მეცნიერებასა და რელიგიასთან დაკავშირებულ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, თქვენი ბიზნესუნარები ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ. საღამოს ნათესავების ან მეგობრების სტუმრობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები

ამ დღეს სამართალდამცავ უწყებებთან უსიამოვნო შეტაკებები გელით. გარემოებების ზეწოლას საკუთარ თავზე იგრძნობთ. გირჩევთ, საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ და ზედმეტად არ გადაიღალოთ. მოერიდეთ საჯარო და ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობას, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. სასურველია მნიშვნელოვანი დავალების შესრულება და დოკუმენტებზე ხელის მოწერა სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი

რთული სამუშაო დღეა, ყოველ ნაბიჯზე ახალი დაბრკოლება გელით, მაგრამ ამის გამო იმედი არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, ოჯახური ბიუჯეტი ყურადღებით დაგეგმოთ, რათა ფულის დაკარგვა თავიდან აიცილოთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის. სტუდენტები, მასწავლებლები და მეცნიერები თავიანთ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევენ. თუ ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტთ, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებთ. ეცადეთ, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლოთ, თორემ უწყინარი ხუმრობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქალწული

ამ დღეს სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ ადამიანები, რომლებიც თქვენი ერთგული მეგობრები გახდებიან. მათი რჩევების წყალობით, თქვენი ბევრი პროექტი, დროებითი სირთულეების მიუხედავად, წარმატებით დასრულდება. ამ დღეს პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ ეს ენერგია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისა და კარგი საქმეების საკეთებლად გამოიყენოთ.

სასწორი

თქვენნს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დადგა. მათ შეუძლიათ, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენა მოახდინონ. ყველა საქმიანი მოლაპარაკება თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმება წარმატებული იქნება. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. გულწრფელი საუბარი კიდევ უფრო დაგაახლოებთ. შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში დიდ დახმარებას გაგიწევთ.

მორიელი

დროა, ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. ამ დღეს ბევრი რამ თქვენს პროფესიულ თვისებებზე იქნება დამოკიდებული. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს. ეცადეთ, დაეხმაროთ, თუნდაც ამის სურვილი არ გქონდეთ. ინტერნეტში დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ბობოქარ რომანში გადაიზარდოს.