„ახლოვდება დღეს, როდესაც არ გვექნება არც პური, არც წყალი და გაყინულ პიცასაც ვეღარ ვიშოვით – ამ კრიზისს გამოიწვევს ელექტრო ენერგიის სრული გათიშვა, ყველაფრის მიზეზი კი იქნება მზის ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი, ეს მოვლენა კი სულ უფრო და უფრო ახლოვდება“, – ეს არის ციტატა ცნობილი დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც „იმედის დღის“ ეთერში ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ წაიკითხა.
აპოკალიფსის თემაზე მტკიცებულების გარეშე საუბარი ალბათ სასაცილოა თუმცა, მსახიობმა დენის ქუეიდმა საკმაო ფაქტები მოაგროვა იმისათვის, რომ ახალი დოკუმენტური ფილმი გადაეღო. იგი ცდილობს ნათლად დაგვანახოს ის საშიშროება, რის წინაშეც კაცობრიობა დგას.
„კარინგტონის“ სახელით არის ცნობილი მოვლენა, რომელიც ბოლოს 1859 წელს დაატყდა თავს სამყაროს, რა დროსა ყველაზე დიდმა გეომაგნიტურმა მზის ქარიშხალმა გადაუარა დედამიწას – განადგურდა ელექტრო სისტემა, რაც მიწის ზევით იყო. ამასთან გამოიწვია ხანძარი, კატაკლიზმები და ინფრასტრუქტურის ნგრევა. ის პირდაპირ არის მიმართული ელექტრო სისტემისა და ტექნოლოგიების განადგურებისკენ.
მეცნიერების დასკვნით, აღნიშნული მოვლენა ყოველ 200 წელიწადში მეორდება. ამბობენ რომ ჩვენი ეპოქა, სწორედ ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა. ბოლო ინფორმაციით, მაისში დაფიქსირდა მზის ქარიშხალი, ამასთან მეცნიერები ვარაუდობენ რომ მზეზე ამოფრქვევას 2025 წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
დენის ქუეიდის ფილმის ანონსიდან ირკვევა, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც დიდი, უფრო მეტი ვიდრე ეს იყო 11 სექტემბერი.
„ჩვენი საზოგადოება ელექტროენერგიაზე დამოკიდებული და ის ყველაფერი რაზეც დამოკიდებულები ვართ შესაძლოა გაქრეს. ხალხი ისევ ქვის ხანაში დაბრუნდება და ერთმანეთის მოკვლას დაიწყებენ“, – ამბობს დენის ქუეიდი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇