”პატარა გოგო ადგილზე დაიღუპა, ვერავინ უშველა…” – 2 წლის ბავშვი საზარელ ვითარებაში დაიღუპა
ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.