“გათხოვების მერე “ოქროს გალიაში”აღმოვჩნდი… ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა, კინოსთან გამომშვიდობება” – მსახიობის ერთადერთი ინტერვიუ “კვირის პალიტრის” არქივიდან: კოტრიკაძე მეუღლესა და შვილებზე
პირველი გამოჩენისთანავე მზესავით გამოანათა – ჟღალი თმით, ბავშვურად გაბუტული ტუჩებით, ეშმაკური გამოხედვით და ჭორფლიანი, ლამაზი სახით. სულ სამ ფილმში გადაიღეს. პირველი სოსო ჩხაიძის “მეთხუთმეტე ზაფხული” გახლდათ. მაშინ ხათუნა კოტრიკაძე 15 წლის იყო. დიდხანს არჩევდა თურმე რეჟისორი მთავარ როლზე გოგონებს. პირველ საშუალო სკოლაში ნახა 15 წლის ხათუნა და არჩევანიც მასზე შეაჩერა… ფილმის დასრულების მერე კი უთხრა:…