“ისინი მე არ დამიხოცავს, მათ დახოცეს და დამემუქრნენ” – რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა მწყემსი
ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და “იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო”. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა. “ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა….