როგორი ამინდი იქნება ივლისის მეორე ნახევარში საქართველოში – სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე საქართველოში – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს. „დასავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. სანაპიროზე ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება, თუმცა, დამსვენებლებს ძალიან არ შეეშლებათ ხელი. ტემპერატურა 30-32 გრადუსამდე მიაღწევს. ხანმოკლე ხასიათის წვიმები, ძირითადად, საღამოს საათებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში…