პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ! – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, სხვა სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად. უწყების ცნობით, ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. „იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს…