ამინდი მკვეთრად შეიცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისშიც. უნალექო ამინდი და +34 გრადუსია ნავარაუდევი თბილისში. სინოპტიკოსების ცნობით, 10 აგვისტოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.