ვინ იყო მუსიკოსი, რომელიც რესტორანში მოულოდნელად გარდაიცვალა
რუსთავში, რესტორანში მოულოდნელად მუსიკოსი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მეგობრობის ქუჩაზე რესტორანში “ხინკლის სახლი” 60 წლამდე მუსიკოსი რომელიც სცენაზე უკრავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.