მინდა თვალებში ჩავხედო მკლელს და ვუთხრა… – რას ამბობს კესარიას ოჯახი
7 ნოემბერს 12:00 საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია. ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება. „აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს…