“მითხრა, შენი შვილი მიწაშიაო!…ახალგაზრდა ქალს 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა“- შოკისმომგვრელი ამბავი
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე… 2018 წლის 13 აპრილს 112-ში შევიდა ზარი, რომ ვაკეში, ბარნოვის 77-ში ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გამოძახების საფუძველზე საპატრულო ეკიპაჟი დანიშნულების ადგილას გავიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს სააბაზანოში ახალგაზრდა ქალის გვამი დახვდათ, აგრეთვე ოთახში იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. „ბავშვები ამბობდნენ, ვეფხომ მოკლა დედიკოო, სულ სისხლიანები იყვნენ…“, – პატრულ-ინსპექტორი. გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით დაიწყო. „იყო სისხლის…