ფინანსური ორგანიზაციებიდან კრედიტის აღების წესში ცვლილება შედის – ყველამ გაითვალისწინეთ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა. შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს ექნება უფლება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. “უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის…