ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვთ
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა. შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ…