სად იშოვა ახალგაზრდა კაცმა ბიძისა და კიდევ 3 ადამიანის მოსაკლავად იარაღი? – როგორ დაიწყო და დასრულდა საშინელი დღე სტამბოლის ბაზარში?
ერთი კაცის 5 მსხვერპლის უმძიმესი ისტორია აქ, რუსთავის ბაზარში ასე ვითარდება: დილის 10:00 საათი – ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი შედის, უახლოვდება ხორცის სექციას, სადაც წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. მიზანში სწორედ ახლო ნათესავებს იღებს. ცეცხლს ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს უხსნის, შემდეგ – ბიძაშვილს. დამნაშავე ესვრის მოპირდაპირე დახლის მოვაჭრეებს…